მუნჯი მოციქული
შემოდგომის ქარი
შემოდგომის ქარი თავისუფლებას შექეიფიანებოდა და ბუქნას უვლიდა ქალაქის ჩაბნელებულ ქუჩებში. ზედ, როგორც საერთო ჩვეულებაა, თავისებურ სიმღერასაც აბამდა, რომელიც ხან ტირილად გადადიოდა და ხან კიდევ სტვენად, ან ხარხარად გამოისმოდა. ხშირად სხვადასხვა ხმას აურევდა და გეგონებოდათ, რაც ავსულია - ჭინკა-კუდიანი და სხვა ამგვარი, ყველა გარეთაა და ფერხული ჩაუბამთო. მოცეკვავე ქარი წარამარა ეხლებოდა ფანჯრებსა და კარებს, ხან სახურავზეც გაისეირნებდა.
სიმონას ფანჯარასაც ხშირად უკაკუნებდა იგი, მაგრამ ამ შეჩვეულ ხმას ყურადღებას არ აქცევდნენ არც სიმონა და არც მისი სტუმარი ექვთიმე.
სტუმარ-მასპინძელი მისხდომოდა პატარა, ადამის დროის მაგიდას, რომელიც თითქოს სამსახურიდან დათხოვას იხვეწებაო, წარამარა ჭრიალებდა.
სტუმარ-მასპინძელი ტკბილად საუბრობდა. ხანდახან ყელს გაისველებდნენ თითო ჭიქა ღვინით, რომლითაც შუამდე მოყრილი ბოთლი მაგიდაზე ედგათ. ბოთლს გვერდს უმშვენებდა ექვთიმესაგან ძღვნად ჩამოტანილი ხაჭაპურები, ქათამი, მწვანილი და სხვა წვრილმანეულობა. ქათმისა და ხაჭაპურისთვის მოხუცებს ხელი არ ეხლოთ. ღვინოსა და მწვანილს უფრო ეტანებოდნენ.
- აბა, ექვთიმე, რას გაჩერებულხარ, მოკიდე ხელი ჭიქას,- შეწყვიტა ლაპარაკი სიმონამ და წაუწვადა ხელი ბოთლს.
- აჰ, გვეყოფა- გაუქნია ხელი ექვთიმემ და ულვაშები ჩამოიწმინდა.
- ჯერ რა დროსია, არტემას არ ადღეგრძელებ? დაიჭი ჭიქა!
ექვთიმემ თავპატიჟი აღარ გაიდო და ჭიქა აიღო.
- ადღეგრძელოს ღმერთმა, როგორც იმას უნდოდეს, იმნაირი ცხოვრება და ბედ-იღბალი მიეცეს!
- მადლობას მოგახსენებთ. ღმერთმა ისმინოს, მარა, რა!.. იმას რო ბედი აქვს, ღმერთმა მტერსაც ააშოროს,- ხვნეშით წარმოსთქვა სიმონამ.
- მართლა, რავაა იმისი საქმე?- ისეთი სიბეჯითით იკითხა ექვთიმემ, თითქოს, დაბადებიდან ამის გაგება სურსო.
- რავაა და, კაცი რომ მოყვება მთელი ქვეყნის საქმის სწორებას, აბა, რა დაემართება? ბატონო, მთელი ქვეყანა მე უნდა გავასწოროო, იძახოდა და თავისი საქმეც ქე ჩაეხლართა! რავა შეიძლება მდიდარ-ღარიბის გასწორება?..
- ერთი საგნით მდიდარ-ღარიბის გასწორებას კარგს უბნობენ,- ჩაურთო ექვთიმემ.
- მდიდარი თუ აღარ იქნა, ჩემისთანა ღარიბ კაცს ვინ არჩენს? - განაგრძო სიმონამ,- ვინ მომცემს სამუშაოს? იმათ ჭკუაზე რო წავიდეთ, შიმშილით დავიხოცებით ყველა. დღეს მიწაზე რო ვიყავი, ღარიბი კაცი არ მოსულა ჩემთან საქირაოდ, ისევ მდიდარმა კაცმა წამიყვანა, მამუშავა და ამ ჭადის საყიდელი გროშები მომცა. რო მდიდარი არა, შენი მტერია, მე დღეს ეს ჭადი არ მექნებოდა!..
ამ სიტყვებით სიმონამ პური ერთი ადგილიდან მეორეზე გადადო.
- ერთი იგავით ესეც მართალია,- დაემოწმა ექვთიმე და ჩიბუხის გაწყობა დაიწყო.
-ჰოდა, ის ჩემი მეზობელიც ასე იძახოდა, იყო ერთ ამბებში და ახლა საცხა არხანგელცკი გუბერნიაში გადაასახლეს. თუ გინდა, ვთქვათ, კარგიც რო ყოფილიყო ამნაირი ცხოვრება, მაინც რას დაეძებს ჩემისთანა და შენისთანა წვრილი კაცი?! ჩვენ საცხა ჩვენს საქმეს ვერ ვასწორებთ, ქვეყნის საქმეს რას დავეძებთ?-თქვა სიმონამ და იმანაც ჩიბუხი გაიკეთა.
- ჰო, მართალია, ჩემო სიმონა,- ექვთიმემ ჩიბუხი მოქაჩა,- კაცმა ჯერ
თავისი საქმე უნდა ეძიოს და მერე სხვისი!.. ,,დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, თავი ყველას მირჩევნიაო'', - ბრძენისგანაა ნათქვამი,- ჩიბუხის წევით ამბობდა ექვთიმე.
-ეჰ, ისევე ძველი დრო ჯობდა… მაშინ მშვიდობიანობაც უფრო იყო, უფროს-უნცროსობაც, სამუშაოც და დოვლათიც. მაშინდელი წვრილი კაცი ახლანდელს ხუთს შეინახავდა. ყოვლიფრად კარგი იყო ძველი დრო, - წაილაპარაკა სიმონამ და გააბოლა, - ძველი თაობაც ჯობდა ახალს, მარა მაგენს მაინც თავისი თავი მოწონთ, -ცოტა სიჩუმის შემდეგ დაუმატა მან.
- რამდენი თავიცაა, იმდენი ჭკუაა, ჩემო სიმონა, - დასვა ბეჭედი ექვთიმემ.
- ეგეც მათალია!.. აბა, დალიე, რავა ჩერდები? მიუბრუნდა სიმონა სტუმარს.
- აჰ, ახლა მეტი იქნება, - დადგა უარზე ექვთიმე.
- იმე, რავა თავპატიჟს იდებ? - შეუწყრა სიმონა და ბოთლი აიღო.
- აბა, საყოვლადწმინდო იყოს, აღარ გვეკუთვნის მეტი! -ექვთიმემ ჩიბუხი გადმოფერთხა, ჭიქას მიეტანა და დაილოცა, - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყოს თქვენი შემწე! ღმერთმა ნუ მოაკლოს წყალობა ამ ოჯახს!..
სიმონას ოთახში სინათლე მალე ჩაქრა და სიბნელეში ხვრინვა გაისმა. ამ ხმას ქარიც ბანს აძლევდა ფანჯარაზე კაკუნით და შორეული სტვენა-სისინით. იგი განურჩევლად ეჯახებოდა მდიდრების ფანჯრებსაც და ღარიბებისასაც და ყველას ერთნარად ასმენინებდა თავის ტირილსა და ხარხარს, ყველას თავზე ერთნაირად უვლიდა ბუქნას.
1910 წ.

Комментариев нет:
Отправить комментарий