пятница, 6 декабря 2013 г.

პოეზია


სონეტი პროზით


უდაბნო გზაზე იყო ბროლის კოშკი.

დაისი რომ გაფითრდებოდა ჩამავალ მზისთვის,

დაგვიანებული მგზავრები დაისვენებდნენ ბრინჯაოს კარებთან.

პირიმზე მიიწვევდა ერთს.



თავგადასავალს უამბობდა არჩეული.

ყველას ენახა ძვირფასი ქვები, მეფეები,დიდი ქალაქები.

გააზმორებდა მზეთუნახავი ძველი ამბით მოწყენილი.

ვაჟი აედევნებოდა თავის ქარავანს.



ერთხელ შორით მოვიდა მგზავრი ფეხშიშველი.

პირიმზის დაღლილმა ცქერამ აანთო იგი.

ალაპარაკდა მათხოვარა ცივ ღამეებზე, სიშორეზე.



განთიადისას ბროლის კოშკი დაცალიერდა.

უდაბნო გზაზე ისე მიიმღერიან უცხო მგზავრები.

დანგრეულ გალავანთან ფეხს აუჩქარებენ.



ალ. ცირეკიძე

`მეოცნებე ნიამორები~

წიგნი მეხუთე, იანვარი

Комментариев нет:

Отправить комментарий