суббота, 7 декабря 2013 г.

ბ ი ნ დ ი ს ა ს


ბაბუამ თოხი შეაჩერა და მდუმარე გასცქერის სურათს.
მზე შორეულ გორაკს დაყრდნობია, თვალებს ლულავს, ცის კალთას კოცნის, უალერსებს, მოშორება ენანება...
- ბაბუა, რა ლამაზია, შეხედე! - შესძახა მალხაზმა შვილიშვილმა და აღმოსავლეთისაკენ მიუთითა: ნამგალა მთვარე ნაზად იზმორებოდა მთის თავზე. ახლა ამდგარა ლოგინიდან და სამგზავროდ გამზადებულა.
ბაბუამ ნელა გახედა მთვარეს, შვილიშვილს და აცრემლებული თვალები ჩამავალ მზეს მიაპყრო.
- ბაბუ, თვალები რად დაგენამა; ხომ არ გეტკინა? - თანაგრძნობით ეკითხება პატარა ბიჭი.
- ჩემოდენა რომ იქნები, შვილო, ჩამავალი მზე მაშინ შენც გატკენს ხოლმე თვალებს, - მიუგო მოხუცმა და თვალები ამოიწმინდა.
თავჩაღუნული თოხნიან ბაბუა და შვილიშვილი.
მოხუცი ჩამავალ მზეზე ფიქრობს და ბავშვი კი ბაბუას ცრემლებზე.

1914 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий