пятница, 6 декабря 2013 г.

… დ ა მ ე?


ცქრიალა კატოს ყელი მოეღერებია. მუსიკის გიჟურად მოცეკვავე ხმებში მცურავი, იგი ზღაპრულ პეპელას გავდა.

- რა ბედნიერი ვარ! - ჩასჩურჩულებდა ყმაწვილი და ნიავივით მოათამაშებდა ცქრიალა პეპელას.

მოხუცი მათხოვარი გარდაიცვალა! - მიაგება კარებში დაღვრემილმა ელენემ. მახინჯი ელენე წელშიც მოხრილიყო.

მერე? ისა, რომ… კატო! განა სიკვდილზე არასოდეს არ გიფიქრია?

- ღმერთო ჩემო, რა უნდა მეფიქრა: სიკვდილი, სიკვდილია, მორჩა და გათავდა.

- არა,სხვანაირად?

- მაინც?

- იცი, ჩვენი სიცოცხლე პეპლის სიცოცხლეზე მეტი როდია!..

- მერე რა?

- ჰოდა, სიკვდილი ადამიანს სპობს, აქრობს. იგი ადამიანს მოსწყვეტს ხოლმე მსოფლიო ბაღიდან, როგორც ჩვენ ყვავილებსა ვწყვეტთ. რა საშინელი უნდა იყოს სიკვდილი!.. აი, ის მათხოვარი რო კვდებოდა…

- ერთი შენც! თვითონ არა სთქვი, პეპლებსა ვგავართო: ალბათ ჩვენი სიცოცხლე ზაფხულად უნდა ვაქციოთ, პეპლებივით სულ ვიცეკვოთ, ვითამაშოთ… აი, მე დღეს რა…

- შენ შენა, და მე? - სადღაც სიღმიდან დაეკითხა საბრალო მახინჯი, - მე არც აქ, არც… - და ბუტბუტით გაშორდა ჩაფიქრებულ კატოს, ცელქ კატოს მახინჯი ელენე.



1912 წ.

Ý

Комментариев нет:

Отправить комментарий