სანდრო ცირეკიძე და შალვა კარმელი
მარცხნიდან მარჯვნივ: რაჟდენ გვეტაძე, ტიციან ტაბიძე, ნინო მაყაშვილი-ტაბიძისა, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი |
,,ცისფერ ყანწელებს'' აქამდე არ აქვთ ერთი დღე დანიშნული, რომელიც შეწირული იყოს ორდენის ხსენებისათვის. პუშკინის ,,19 ოქტომბერი'',(რომელიც დიდებულად თარგმნა პაოლო იაშვილმა) ყანწელებს ჯერ არ დადგომიათ. პირიქით ყოველი დღე ყანწელების ერთად შეხვედრის აღნიშნულია ამ სამუდამო გამოძახებით (ლაფიორგის და პუშკინის ,,პერეკლიჩკა''). შეიძლება უგიპერბოლიოთ ითქვას, რომ არც ერთი დღე წელიწადში არ გავა ისე, რომ ერთად შეხვედრილი ყანწელები არ ახსენებდნენ ,,ყანწელებს'' მთლიანად. შარშანდელი წელი ძალიან სასტიკი იყო ყანწელებისათვის: თითქმის რამოდენიმე თვის განმავლობაში ორდენმა დაკარგა ორი ძმა: სანდრო ცირეკიძე და შალვა კარმელი. ორივე გაირონია ხელში ტუბერკულიოზმა, რომელსაც ყოველთვის უყვარს ახალგაზრდა და ათრთოლებული გული. შალვა კარმელის დასაფლავებაზე მოგზაურობა ქუთაისში ,,ცისფერი ყანწელების'' ახალ მწერლობის კავშირის სხვა წევრებთან ნამდვილი ეპოპეია იყო. ამაზე კიდეც ბევრი დაწერილა: მეორე პატარა უბედურება ,,აგვისტოსი'' სანდრო ცირეკიძის სიკვდილი ტფილისში და მისგან გახსნა მწერალთა ახალი პანთეონის იყო უკვე სიკვდილს შეჩვეული პოეტის დატირება. თვითონ ,,ბარრიკადები'' გულისხმობენ სანტიმენტალიზმის რეაქციას და ატირებასაც ზედმეტია – მაგრამ ყველაფერზე უფრო გულწრფელია, მაინც დატირება ჯერ კიდევ ყრმა-ბავშვების, რომელთაც ასე უდროვოდ გაათავეს თავისი სიცოცხლე.
ეს დრესაც ,,ბარრიკადის განახლებას: იმ ,,ბარრიკადები'' -ს რომელზედაც ყველაზე უფრო მძაფრად სწორედ ისინი იბრძოდნენ გვავალებს ჩვენ, რომ მათ უკვე დახსნილ კუბოებს მივუმატოთ ტომები მათი ნაწერების: რომელნიც აგრეთვე დაემსგავსებიან: ,,პატარა კუბოს ნაღველისას და სევდისას''...
ო, ჩვენ პოეტები და მეგობრები ამალამაც წარმოგიდგინეთ: ინოკენტი ანენსკის ატირებით:
სანდრო ცირეკიძის და შალვა კარმელის მთვარეული სულები ქერუბიმის ფრთებათ ადგას ,,ყანწელების'' სიწმიდეს და პოეზიას...
Комментариев нет:
Отправить комментарий